ონლაინ კრედიტი

ონლაინ კრედიტი

ონლაინ გსურთ სწრაფი სესხის მიღება და არ იცით რომელ კომპანიას აქვს უკეთესი პირობები? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენ საიტზე Finpanda.com იპოვით, რადგან თითოეული კომპანია, რომელიც ჩვენს კატალოგშია დამატებული არის შემოწმებული და რას ნიშნავს ეს: ჩვენ თითოეულ კომპანიას ვუმოწმებთ თუ რამდენად სანდონი არიან, ვითვალისწინებთ მომხმარებელთა აზრს, ვადარებთ თანხის მოცულობებს, ვადებს, პროცენტებს, ხელშეკრულებებს და მხოლოდ ამის შემდგომ ვამატებთ ჩვენს პლატფორმაზე, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: შესაძლებელია რომელიმე კომპანია ერთი მომხმარებლისთვის იდეალური იყოს, მაგრამ მეორე მომხმარებელს საერთოდ არ აწყობდეს ამ კომპანიის მოთხოვნები, აქედან გამომდინარე, გირჩევთ რომ თავად გადაამოწმოთ თითოეული კომპანიის კრიტერიუმები და პირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია გაუთვალისწინებელი პრობლემების გაჩენა, რაც დამატებით ხარჯებს გამოიწვევს, რისი გადახდაც არა მგონია ვინმეს სურდეს.

ცუდი საკრედიტო ისტორია მაქვს და სესხს ვერ ვიღებ, რა ვქნა?

დღესდღეობით გართულებულია სესხის გაცემის სისტემა და ძალიან ბევრ მომხმარებელს, რომელთა საკრედიტო ისტორია დადებითია, მათაც უჭირთ სესხის აღება, მაგრამ მეტად სავალალო მდგომარეობაა ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებისთვის. სანამ რჩევებზე გადავალთ, მანამდე იმ რჩევებზე ვისაუბრებთ, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღებამდე:

  1. ზუსტად დათვალეთ თუ რა თანხა გჭირდებათ და არ აიღოთ იმაზე მეტი, ვიდრე გჭირდებათ, თუნდაც ამის შესაძლებლობა გქონდეთ.
  2. გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლები და გადაითვალეთ თუ როდის შეძლებთ აღებული თანხის დაბრუნებას.
  3. მოძებნეთ ის კომპანია, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებზე იქნება მორგებული.
  4. გაეცანით ამ კომპანიის პირობებს და დაწვრილებით წაიკითხეთ ხელშეკრულება.
  5. დაითვალეთ ყოველთვიური გადასახადი სესხის კალკულატორის მეშვეობით.

ამ ეტაპების გავლის შემდეგ კიდევ ერთხელ დაფიქრდით რამდენად გიღირთ და შეძლებთ თუ არა კრედიტის დაფარვას. ახლა კი, რა გავაკეთოთ თუ საკრედიტო ისტორია უარყოფითია? პირველ რიგში უნდა იცოდეთ ერთი რამ, საკრედიტო ისტორიის უარყოფითობა ნიშნავს იმას, რომ ნაკლებად სანდო პიროვნება ხართ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც სესხს გასცემენ, აქედან გამომდინარე თანხის მოცულობები მცირდება და თქვენ ვერ შეძლებთ დიდი ოდენობით თანხის აღებას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ის კომპანიები, რომლებიც სესხს მაინც მოგცემენ, გაგებით მოეკიდეთ ამ საკითხს, კეთილსინდისიერად დაფარეთ სესხი და თქვენი საკრედიტო ისტორიაც გამოსწორდება, ამის გარანტიას ჩვენ ვიძლევით!